მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკა

„მზა-ჩანაწერები“ (Cookies) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებგვერდი თითოეული მომხმარებლის/ვიზიტორის მოწყობილობაში (მაგ. კომპიუტერი, მობილური ტელეფონი) განათავსებს, ვებგვერდზე სტუმრობისთანავე და მისი საშუალებით აგროვებს ინფორმაციას ვებგვერდზე მომხმარებლის კონკრეტული მოქმედების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს:

  • ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას;
  • მომხმარებელთა უსაფრთხოებას;
  • ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირებას;
  • მიზნობრივ რეკლამირებას.

მზა-ჩანაწერი აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის ვიზიტის შესახებ, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ვებგვერდზე შესვლის დროს, ხანგრძლივობას, მის მიერ არჩეულ ენას, მოძიებულ და ნანახ ინფორმაციას,რეკლამას და სხვ.

ვებგვერდზე მომხმარებლის ყოველი შემდგომი ვიზიტის დროს, ვებგვერდი აღადგენს მზა-ჩანაწერის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელთა შესაბამისადაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება და შესაბამისი გვერდების/სერვისების/რეკლამების შეთავაზება.

ვებგვერდზე მომხმარებლის ვიზიტისას, მზა-ჩანაწერი შეიძლება გაიგზავნოს უშუალოდ ვებგვერდის (‘პირველი მხარის მზა-ჩანაწერი’) ან ვებგვერდის ოპერატორთან დაკავშირებული მესამე მხარის პროვაიდერის მიერ (‘მესამე მხარის მზა-ჩანაწერი’).

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ვებგვერდის - „www.tpl.ge-ის“-ის (შემდგომში - „ვებგვერდი“) „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკას, რომელიც მოიცავს მზა ჩანაწერების სახეებს, მათი გამოყენების მიზნობრიობას, მოქმედების ვადასა და მართვის წესს.

„მზა-ჩანაწერის“ (Cookies) სახეები

ჩვენი ვებგვერდი იყენებს როგორც პირველი მხარის „მზა-ჩანაწერის“ (Cookies) ფაილებს, ასევე მესამე მხარის „მზა-ჩანაწერის“ (Cookies) ფაილებს.

ამასთან, ვებგვერდზე ვიზიტის დროს, ავტომატურად აქტიურდება მხოლოდ ის ქუქი-ფაილები (ე.წ. „აუცილებელი”) რომლებიც აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისათვის. ყველა სხვა სახის “მზა-ჩანაწერის” (Cookies) ფაილი (Google Analytics, Live Chat) აქტიურდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

პირველი მხარის „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილები - აღნიშნული განთავსდება უშუალოდ ვებგვერდის მიერ მომხმარებლის მოწყობილობაში, რათა მზა-ჩანაწერებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ვებგვერდი მორგებულ იქნეს თითოეული მომხმარებლის ინტერესებზე.

მესამე მხარის „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილები - აღნიშნული განთავსდება მომხმარებლის მოწყობილობაში იმ ვებგვერდისგან განსხვავებული ვებგვერდების მიერ რომელსაც ათვალიერებთ და რომლებიც ძირითადად გამოიყენება ვებგვერდზე მომხმარებლების აქტივობების მონიტორინგის საშუალებით, ანალიტიკური ანგარიშისათვის და ვებ-რეკლამის ეკოსისტემისათვის.

ვებგვერდზე შესაძლებელია გამოყენებული იყოს აუცილებელი და/ან არასავალდებულო „მზა-ჩანაწერები“ (Cookies). აუცილებელი „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) გამოყენებისათვის არ არის საჭირო ვებგვერდის მომხმარებლის თანხმობა, შესაბამისად, ის ავტომატურად მოქმედებს ვებგვერდზე ვიზიტისას, ხოლო არასავალდებულო „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) მოქმედებისათვის აუცილებელია მომხმარებლის წინასწარი თანხმობა, შესაბამისად მისი გამოყენება შესაძლებელია ვიზიტორის მხოლოდ სრული თანხმობის გაცხადებით და უარის შემთხვევაში არასავალდებულო „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) არ გამოიყენება.

ჩვენს ვებგვერდზე მოქმედებს „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) შემდეგი სახეები:

  • tpl.ge (არასავალდებულო) - პირველი მხარის „მზა-ჩანაწერის“ (Cookies) ფაილი currentLanguage - მისი მიზანია, რომ ვებგვერდმა დაიმახსოვროს მომხმარებლის მიერ არჩეული ენა. იგი აქტიურდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.
  • Google Analytics (არასავალდებულო) - მესამე მხარის „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილები, რომელიც იძლევა საშუალებას დადგინდეს როგორც ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობა, ვიზიტის ხანგრძლივობა, პოპულარული ბმულები და გვერდები, რომლებზეც მომხმარებელმა ვებგვერდზე სტუმრობისას გააკეთა არჩევანი, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მომსახურების გაუმჯობესებისათვის. აღნიშნული “მზა-ჩანაწერებით” შესაძლებელია ახალი და განმეორებითი მომხმარებლის იდენტიფიცირება, ასეთი მონაცემებისათვის დადგენილი შენახვის ვადის განმავლობაში. Google Analytics მესამე მხარის „მზა-ჩანაწერები“ (Cookies) აქტიურდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში.

შესაბამისად ვებგვერდის მიერ გამოყენებული პირველი მხარის და მესამე მხარის „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილები, არასავალდებულოა და მათი მოქმედებისათვის აუცილებელია მომხმარებლის წინასწარი თანხმობა.

ქვემოთ წარმოდგენილია მზა-ჩანაწერების (Cookie) დასახელებები მათი აღწერილობით, რომლებიც ასევე მოიცავს თითოეულის შემთხვევაში მონაცემის შენახვის ვადებს:

დასახელება
მონახემის შენახვის ტიპი
განმარტება
_ga
Cookie
ეს ქუქი-ფაილი არის Third-Party cookies და დაკავშირებულია Google Analytics-თან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს Google-ის ანალიტიკური სერვისს. ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება უნიკალური მომხმარებლების გამოსავლენად, კლიენტის იდენტიფიკატორად შემთხვევით გენერირებული ნომრის მინიჭებით. გამოიყენება ვიზიტორთა, სესიებისა და ცენტრის ვებგვერდის ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვებისათვის.
შენახვის ვადა – 2 წელი
_ga_#
Cookie
ეს ქუქი-ფაილი არის Third-Party cookies დაკავშირებულია Google Analytics-თან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს Google-ის ანალიტიკური სერვისის. ეს ქუქი-ფაილი გამოიყენება ინდივიდუალური მომხმარებლების განსასაზღვრად, შემთხვევით გენერირებული ნომრის კლიენტის იდენტიფიკატორად აღნიშვნის გზით, რაც იძლევა ვიზიტებისა და სესიების გამოთვლის საშუალებას. აკონტროლებს ვიზიტორს სხვადასხვა მოწყობილობებსა და მარკეტინგულ არხებში.
შენახვის ვადა – 2 წელი
currentLanguage
Cookie
ეს ქუქი-ფაილი არის First-party cookies და მისი მიზანია რომ ვებგვერდმა დაიმახსოვროს მომხმარებლის მიერ არჩეული ენა. აქტიურდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი ირჩევს სასურველ ენას ვებგვერდზე. ინახავს ენის კოდს (მაგ. "ka", "en"), რომელიც გამოიყენება საიტის ლოკალიზაციისთვის.
შენახვის ვადა – სესიური (Session). იშლება ბრაუზერის დახურვისთანავე