ხშირად დასმული შეკითხვები

იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებზე TPL დაზღვევის შესახებ საქართველოში

სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ფილიალებში, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით. გაყიდვის არხები იხილეთ ბმულზე
სავალდებულო დაზღვევის პოლისი შესაძლოა გაიცეს, როგორც მატერიალური სახით, ასევე ელექტრონულად. სავალდებულო დაზღვევის პოლისი წარმოადგენს სავალდებულო დაზღვევის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის მხარეები, სავალდებულო დაზღვევის დაწყების დრო და დასრულების დრო, ძირითადი პირობები, სადაზღვევო ლიმიტები და სადაზღვევო პრემია.
  • სავალდებულო დაზღვევის პოლისის ელექტრონულად შეძენისათვის საჭიროა ველების შევსება. სავალდებულო ველები: დამზღვევის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი), ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (კატეგორია, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი), დაზღვევის პერიოდი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. დამატებითი ველები: ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, იურიდიული პირის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო კოდი). ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა) დამზღვევის მიერ სავალდებულო და დამატებითი ველები უნდა შეივსოს მხოლოდ ლათინური სიმბოლოებით. პრემიის ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
  • ცენტრის ვებ-გვერდის საშუალებით შეძენილ ელექტრონულ დოკუმენტს არ სჭირდება მატერიალური ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმება ან გადაცვლა მატერიალურ დოკუმენტზე.
  • ელექტრონული საშუალებით შეძენილ პოლისში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია დამზღვევი.
  • თუ დამზღვევის მიერ ელექტრონულ დოკუმენტში შეტანილი დაზღვევის პერიოდი არასწორადაა მითითებული, ამ შემთხვევაში გადახდილი პრემია არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას და შესაბამისად პოლისი გაუქმებას.
  • თუ სავალდებულო დაზღვევის პოლისში დამზღვევის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო კოდის და კატეგორიის ან სარეგისტრაციო ნომერის და კატეგორიის ან შასის ნომერის და კატეგორიის არასწორი მონაცემია მითითებული, სავალდებულო დაზღვევის პოლისი არ არის მოქმედი. ამასთან, თუ დამზღვევის მიერ სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების შეუსაბამო კატეგორია და შედეგად დამზღვევის მიერ შეძენილია სხვა კატეგორიისათვის გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევის პოლისი, რომლის სადაზღვევო პრემიის ოდენობა იმავე პერიოდზე შეადგენს არანაკლებ არსებული კატეგორიისთვის გათვალისწინებულ ოდენობას, ასეთი სავალდებულო დაზღვევის პოლისი მოქმედია.

დაზღვევის საფასური დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების კატეგორიასა და პოლისის ვადაზე. დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე

სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით.

პოლისის მოქმედების ვადის შემოწმება შესაძლებელია ვებ გვერდზე: ბმული ან ცხელი ხაზის ნომერზე: +995 322 301111

საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე ჯარიმდება ადმინისტრაციული წესით 100-დან 200 ლარამდე.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.
სადაზღვევო ანაზღაურების გასაცემად ცენტრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში არეგულირებს სადაზღვევო შემთხვევას (საჭიროების შემთხვევაში აფასებს ზიანს) ცენტრის თანამშრომლის ან/და ამისთვის დაქირავებული თანამშრომლის (მათ შორის, მზღვეველის თანამშრომლის) მეშვეობით. ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან გონივრულ ვადაში, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
  • სავალდებულო დაზღვევა ვრცელდება უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული მოწყობილობით ან ნივთით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილ მოვლენაზე, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი.
  • დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (აგრეთვე ქმედობაუნარიანობის შეზღუდვისათვის) მიყენებული ზიანისათვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა მითითებულია სავალდებულო დაზღვევის პოლისსა და სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ძირითად პირობებში.
  • დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისათვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა მითითებულია სავალდებულო დაზღვევის პოლისსა და სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ძირითად პირობებში.
  • ცენტრის უფლებამოსილება, დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ რეგრესის წესით წაუყენოს მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს (ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი პირი), მითითებულია სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულების ძირითად პირობებში.
  • ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების,გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულ ზიანს;
  • ბ) დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს;
  • გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს;
  • დ) ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან/და სახიფათო ტვირთის გადაზიდვით გამოწვეულ ზიანს;
  • ე) სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულ ზიანს.
  • სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის შედეგად და მისგან გამომდინარე დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის, შეზღუდვის ხარისხის გაზრდის ან გარდაცვალების შემთხვევაში ცენტრი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ სადაზღვევო ლიმიტსა და გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას შორის სხვაობას. ამასთანავე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის გაზრდისას გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაა შეზღუდვის გაზრდილ ხარისხსა და მანამდე არსებულ ხარისხს შორის სხვაობის შესაბამისი ოდენობა.
  • სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (გარდა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ახალი ხარისხის ან დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი (მზღვეველები) თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.
  • თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება სავალდებულო დაზღვევის პოლისით განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა.
  • თუ დაზარალებულს დაზღვეული აქვს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში, მოქმედებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა.

დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია:

  • ა) უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება;
  • ბ) უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით;
  • გ) მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება.