კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პრეამბულა

ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი (შემდგომ - „ცენტრი“/“ჩვენ“) არის თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის მართვისათვის დაფუძნებული ნებაყოფლობით საზოგადოება. ცენტრის საქმიანობა მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, “საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით. წინამდებარე კონფიდენციალურობის განაცხადის მიზანია თქვენი, როგორც ვებგვერდის (www.tpl.ge) მომხმარებლის, ინფორმირება ვებგვერდის საშუალებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თქვენი უფლებების თაობაზე. ჩვენი ვებგვერდი არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომლითაც უზრუნველვყოფთ თქვენთან კომუნიკაციასა და სადაზღვევო მომსახურების დისტანციურად გაწევას, მათ შორის, სადაზღვევო პოლისების გაყიდვას, სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას, სადაზღვევო აგენტის მომსახურებას. გარდა ამისა, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მიღება, კერძოდ, ცენტრის ფილიალების ლოკაციებისა და სხვადასხვა სიახლეების გაცნობა.

მონაცემთა დამუშავების მიზნები

ჩვენს ვებგვერდზე შემოთავაზებული ზოგიერთი ინფორმაცია და მომსახურება მოითხოვს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. კერძოდ, ცენტრის მიერ მუშავდება ვებგვერდის მომხმარებლის მონაცემები შემდეგი მიზნით: - ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებისათვის; - მომხმარებელთა უსაფრთხოების მიზნით; - ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირების მიზნით; - დისტანციურად სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული მიზნისგან განსხვავებული მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ჩვენ არ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

ვებგვერდის საშუალებით ცენტრი ამუშავებს მონაცემებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად: ა) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით; დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; ე) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის მისაღწევად; ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).

მონაცემთა კატეგორიები

(ა)ვებგვერდით სარგებლობის მიზნით, მუშავდება მომხმარებლის შემდეგი სახის ინფორმაცია: - IP მისამართი; - მომხმარებლის ლოკაცია: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი; - გვერდები, რომელიც ნახა მომხმარებელმა; - URL, რომელიც ნახა მომხმარებელმა; - ვიზიტის/აქტივობის თარიღი და დრო - მომხმარებლის მიერ არჩეული ენა (ბ) ვებგვერდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მუშავდება შემდეგი ინფორმაცია: - მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი - IP მისამართი; - მომხმარებლის ლოკაცია: ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი - მომხმარებლის მოწყობილობის უნიკალური კოდი და ოპერაციული სისტემა; - მომხმარებლის მიერ გამოყენებული ბრაუზერის ვერსია - პირველი და შემდგომი ვიზიტის დრო - URL, რომელიც ნახა მომხმარებელმა (გ) ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირების მიზნით, მუშავდება შემდეგი ინფორმაცია: - ვიზიტების რაოდენობა და სესიის ხანგრძლივობა; - გვერდების ნახვების რაოდენობა და მომხმარებელთა ქცევა საიტზე; - მოწყობილობის ტიპი (მაგ: მობილური/ლეპტოპი), ბრაუზერი და ოპერაციული სისტემა, ლოკაცია; - ვებგვერდზე გადასვლის წყაროები (როგორ მოხვდა მომხმარებელი საიტზე). (დ) დისტანციურად სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით მუშავდება შემდეგი სახის ინფორმაცია: - სადაზღვევო პოლისის შეძენის მიზნით: დამზღვევის/მძღოლი/ავტომობილის მესაკუთრის სახელი გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, დაზღვევის დაწყების და დასრულების თარიღი, ავტომობილის ტიპი, მწარმოებელი, მოდელი, სარეგისტრაციო ნომერი, ვინ კოდი/შასის ნომერი - პოლისის ძებნის მიზნით: პოლისის ნომერი, ვინ კოდი/შასის ნომერი, სარეგისტრაციო ნომერი; (ე) Live Chat-ში შემოსული შეტყობინების განხილვის მიზნით - ჩატში განხორციელებული მიმოწერის ჩანაწერები (მათ შორის, დაზღვეულის/მძღოლის/ავტომობილის მესაკუთრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პოლისის ნომერი, მოთხოვნა) (ვ) მზა-ჩანაწერის (Cookies) ფაილებთან დაკავშირებული ინფორმაცია: მომხმარებლის მიერ გამოთქმული თანხმობის შესახებ, თანხმობის გაცხადების/ უარის დრო. ჩვენ ვიღებთ ყველა იმ უსაფრთხოების ზომას, რომელიც უზრუნველყოფს, თქვენი მონაცემების მუდმივ განახლებასა და უსაფრთხოდ დამუშავებას.

მონაცემთა შენახვის ვადა

ვებგვედის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, რომელიც აუცილებელია ვებგვერდით სარგებლობის მიზნებისათვის, ინახება 24 თვით ვებგვერდის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მონაცემები ინახება 90 დღე ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობის, პოპულარული გვერდებისა და სერვისების იდენტიფიცირების მიზნით, მონაცემები ინახება - მომხმარებლების აქტივობების შესახებ (“შემოსვლა/ბმულებზე გადასვლა” და სხვა მომენტალური აქტივობები) ინფორმაცია 2 თვის განმავლობაში; - მომხმარებლის შესახებ (ანუ უნიკალური მომხმარებლების იდენტიფიკატორები, მის მიერ გამოყენებული მოწყობილობების ტიპები, ოპერაციული სისტემები, ბრაუზერის ვერსიები, ლოკაციები და მათი ისტორიები) ინფორმაცია ინახება მაქსიმუმ 14 თვის განმავლობაში. დისტანციურად სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით დამუშავებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 25 წლის განმავლობაში. Live Chat-ში შემოსული შეტყობინების განხილვის მიზნით დამუშავებული მონაცემები ინახება 3 წლის განმავლობაში. მზა-ჩანაწერის (Cookies) ფაილებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვის ვადები განსაზღვრულია მზა-ჩანაწერების (Cookies) პოლიტიკაში.

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

ვებგვერდის საშუალებით დამუშავებული არცერთი მონაცემების გადაცემა საერთაშორისო დონეზე არ ხორციელდება

მონაცემთა გაზიარება

თქვენი მონაცემები შეიძლება გაზიარდეს/გადაეცეს მხოლოდ სახელმწიფო ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს, საქართველოს კანონმდებლობის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე; ცენტრი მონაცემებს აზიარებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

მონაცემთა სუბიექტის უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, თქვენ უფლება გაქვთ: - მიიღოთ ინფორმაცია ცენტრში თქვენი მონაცების დამუშავების შესახებ; - გაეცნოთ და მიიღოთ ასლები თქვენი მონაცემების შესახებ; - თქვენს შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების თაობაზე მოითხოვოთ გასწორება, განახლება ან/და შევსება; - მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; - მოითხოვოთ მონაცემების დაბლოკვა; - მოითხოვოთ მონაცემების გადატანა; - ისარგებლოთ გასაჩივრების უფლებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში;

მონაცემთა უსაფრთხოება

ცენტრი უზრუნველყოფს ტექნიკურ და უსაფრთხოების ზომებს, რათა დაცულ იქნას თქვენი მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ მანიპულაციებისგან, უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვის და განადგურებისგან. ცენტრის მიერ თქვენს მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ვალდებულები არიან დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალობა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, უფლება გაქვთ პერსონალური მონაცემების თაობაზე დაუკავშირდეთ ცენტრის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@tpl.ge. წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე, თქვენ მიიჩნევით ა(ა)იპ ,,სავალდებულო დაზღვევის ცენტრის” მიერ ვებგვერდის საშუალებით მონაცემთა დამუშავების საკითხებზე ინფორმირებულად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +995 322 301111 ელ. ფოსტა: info@tpl.ge მისამართი: თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. 24, თბილისი, 0162, საქართველო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: შპს „დეითა ფრაივასი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები: dpo@tpl.ge